აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით – როდესაც ევროპას ვედარებით, ისინი 10-15 წლით წინ არიან ჩვენზე, წარმოებაც ადგილობრივი აქვთ – სოფიო ქაშაკაშვილი 

ძალიან საქმიანი შეხვედრა ჩატარდა, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზან-შედეგობრივი კავშირები – აბსოლუტურად ყველა მზად არის, რომ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ რეჟიმში გაიაროს ნებისმიერი ციფრი. რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ ვიმუშავებთ და შემდგომ გაირკვევა რატომ არის ციფრი მაღალი ან დაბალი , – ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა.

როგორც სოფიო ქაშაკაშვილმა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე რაიმეს მტკიცება არ მომხდარა. მისივე თქმით, შეხვედრის დროს გაჟღერდა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება უნდა წახალისდეს.

„რაიმეს მტკიცების რეჟიმში საუბარი არ ყოფილა. ეს იყო კონსტრუქციული დიალოგი, დაისვა კითხვები როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან. გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი. თავად ჩვენს სექტორს არაერთხელ უსაუბრია იმ გამოწვევებზე, რომელიც სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე.

გაჟღერდა, რომ უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო თავისი მხრიდან მზად არის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში.

ჩვენი ასოციაციის მონაცემები არის საჯარო, ატვირთულია პორტალზე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს. ბუნებრივია თუ არა ფასნამატი ამას შემდგომი პროცესები დაგვანახებს.

პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია იმ კუთხით, რომ როგორც მომხმარებლები ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით.

არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო შეღავათები, მოგეხსენებათ, რომ მაღალი გადასახადებია საბანკოსი, ვგულისხმობ ბარათით ტერმინალით გადახდისას.

ჩვენ, როდესაც ევროპას ვედარებით, ისინი იქ 10-15 წლით წინ არიან ჩვენზე, წარმოებაც ადგილობრივი აქვთ.

ბუნებრივი პროცესია, კონკურენცია მაღალია, სექტორი კარგად ვითარდება, კარგი რეგიონული ექსპანსია აქვს, შესაბამისად ყველაფერს დრო სჭირდება.

შემდეგ შეხვედრებზე გამოვლინდება ციფრები როგორი იყო – რეალისტური თუ არა“- განაცხადა „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფიო ქაშაკაშვილი.

იტვირთბა....