აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 „ქართულ ოცნებას“ მშვიდობის თაობაზე პროპაგანდაც ხუხულასავით ჩამოეშალა” – გრიგოლ გეგელია

ვხედავთ ახალი სამშვიდობო ფორმატის ფორმირების პროცესს. ამ პროცესში მიწვეული არ არის საქართველო, როდესაც მეზობელი ქვეყნები არიან მიწვეულნი. მშვიდობის თაობაზე არსებული ბოდვებიც ჩამოეშალა „ქართულ ოცნებას“ ხუხულასავით, როგორც დანარჩენი სხვა პროპაგანდა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ საქართველოს მიწვევა ამ ეტაპზე არ მომხდარა მაშინ, როცა მიწვევა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მეზობელმა სახელმწიფოებმაც მიიღეს.

მისივე თქმით, „ეს არის „ქართული ოცნების“ ე.წ. სამშვიდობო პროპაგანდის სრული ფიასკო“.

„საბოლოოდ კიდევ ერთხელ, მაგრამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაშკარავდა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკურ კურსს არაფერი საერთო არ გააჩნია მშვიდობასთან. ვხედავთ ახალი სამშვიდობო ფორმატის ფორმირების პროცესს და ამ პროცესში საქართველო არ არის მიწვეული, როდესაც მეზობელი ქვეყნები არიან მიწვეული. მშვიდობის თაობაზე არსებული ბოდვებიც „ქართულ ოცნებას“ ჩამოეშალა ხუხულასავით, როგორც დანარჩენი სხვა პროპაგანდა“-აღნიშნავს გეგელია.

მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.

„ეს ასეა არამარტო აქ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, არამედ ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი ტიპის პოლიტიკური კრიზისებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა კვლავაც ახალი არჩევნების ჩანიშვნა, პოლიტიკური სისტემის გადატვირთვისთვის ხელის შეწყობა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. ეს არის ის აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გარეშეც ქვეყანაში ვერ მივიღებთ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, ვერ აღვადგენთ სრულად შეჩერებულ ევროინტეგრაციულ კურსს“ – აღნიშნავს გეგელია.

იტვირთბა....