“ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რათა უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ამგვარად, ჩვენი დერეფანი დე ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა. და დადგება დღე, როდესაც სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანიდან, და ეს დღე არც ისე შორს არის.
ძალიან მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლებში ჩვენ შევძელით ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა – ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მშვიდობა დამყარდა, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები“ [BMG] | ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი კობახიძე მიწვეული არ არის.
ფორუმზე საქართველოს გარდა რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან წარმოდგენილი.

