აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ ვქმნით ნატო 3,0-ს, სადაც ევროპას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს” – ალექსანდრ სტუბი

ჩვენ ვქმნით ნატო 3,0-ს, სადაც ევროპას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა უფრო ძლიერი ნატო-ს ფორმირების პროცესი მიმდინარეობს.

„ეს იქნება ნატო 3,0. გავიხსენოთ, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატო-ს წევრმა ბევრმა ქვეყანამ თავდაცვითი ხარჯები და საშუალებები შეამცირეს, თუმცა ფინეთს, რომელიც ნატო-ში არ იყო, ეს არ გაუკეთებია. ჩვენ გვაქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, თუ ვსაუბრობთ არქტიკაზე. ჩვენ გვაქვს უდიდესი სამხედრო ძალა ალიანსის შიგნით, არქტიკული შესაძლებლობებით. ჩვენ გვყავს მილიონი ჯარისკაცი, რომლებსაც არქტიკაში აქვთ წვრთნები გავლილი. ასე რომ, ჩვენ ვაძლიერებთ ნატო-ს. ვფიქრობ, ჩვენ ვქმნით ახალ ნატო-ს, სადაც ევროპა უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს“ – განაცხადა სტუბმა.

გრენლანდიაში არსებულ დაძაბულობაზე საუბრისას ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად ნატო-ს მოკავშირეებსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის კარგი საკომუნიკაციო არხები არსებობს და, საბოლოო ჯამში, გამოსავალი მოიძებნება.

„ ვაშინგტონში ვინმეს რომ ეთქვა, ალიანსის 75-ე იუბილეზე გავზრდით თავდაცვის ხარჯებს 5%-მდე, ვეტყოდი, რომ მას საერთაშორისო ურთიერთობების არაფერი გაეგება და ვთხოვდი, ექიმს გაესინჯოს, თუმცა, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ახლა ვფიქრობ, გვჭირდება პროცესი, რომლის ფარგლებშიც დავიწყებთ მუშაობას არქტიკის უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრაზე. ამ პროცესმა უნდა მიგვიყვანოს ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე, სადაც არქტიკის უსაფრთხოებას ნატო-ს ფარგლებში განვამტკიცებთ“  – განაცხადა სტუმბმა.

იტვირთბა....