აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“გრენლანდიასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა ვმუშაობ”- მარკ რუტე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსში განაცხადა რომ გრენლანდიასთან დაკავშრებით კულისებს მიღმა მუშაობს.

„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საკითხზე კულისებს მიღმა ვმუშაობ, თუმცა ამაზე საუბარი საჯაროდ არ შემიძლია. ასე, რომ ბოდიში, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია და ნატო-მ გრენლანდიის დაცვის მიზნით მეტი უნდა გააკეთოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გრენლანდიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„უკრაინას ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იტვირთბა....