აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდება

ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

შეხვედრის საკითხი სასურსათო ფასებია, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა, რომელმაც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით უნდა იმუშაოს, გუშინ გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა, მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

იტვირთბა....