უკრაინის ვიცეპრემიერმა ევროპისა და ევროინტეგრაციის საკითხებში, ტარას კაჩკამ თქვა, რომ აშშ და უკრაინა სამუშაო დონეზე შეთანხმდნენ უკრაინის კეთილდღეობის პოლიტიკურ დოკუმენტზე. კაჩკამ ამის შესახებ დავოსში ისაუბრა.
საუბარია უკრაინის კეთილდღეობის გეგმაზე, რომელიც მიზნისთვის $800 მილიარდის გამოყენებას ისახავს.
“სამუშაო დონეზე მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტიკურ დოკუმენტზე. თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა ყოველი ჩვენგანისთვის არის ის, რომ ეს დოკიმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, გვავალდებულებს ერთობლივ მუშაობას ევროკავშირს, აშშ-სა და ჩვენ შორის და ეს შეეხება ათეულობით სამართლებრივ ინსტრუმენტს.” – თქვა კაჩკამ.
უკრაინის ვიცეპრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმებული დოკუმენტი არის დაგეგმარებისთვის და არაა დასრულებული პროექტი.
“ეს უფრო მეტად არის დავალებათა ნაკრები. მასში არის ნაწილი სამუშაო მიმართულებით, დაახლოებით ხუთი ან შვიდი განსხვავებული მიმართულებით, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა ამ ყველაფრის რეალიზაცია შევძლოთ.” – თქვა ვიცეპრემიერმა.
აქამდე უკრაინის პრემიერმა, იულია სვირიდენკომ თქვა, რომ უკრაინა ეკონომიკური “სამშვიდობო” შეთანხმების ფარგლებში დახარჯავდა 800 მილიარდ დოლარს. აღინიშნა, რომ ეს თანხა მოიცავს როგორც გრანტებს, ისე საკრედიტო საშუალებებს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის კეთილდღეობის გეგმის დაგეგმილი ხელმოწერა გაუქმდა.

