აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

აზერბაიჯანი „მშვიდობის საბჭოს“ წევრობაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დასთანხმდა

აზერბაიჯანის მთავრობის განაცხადებით, ქვეყანამ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს.

„აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზადაა აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

იტვირთბა....