აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ ნატო-ს სამეთაურო ცენტრებში თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

აშშ ნატო-ს სამეთაურო ცენტრებში თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ პარტნიორებს აცნობა, რომ ადმინისტრაცია ალიანსის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციების ზედამხედველობის სტრუქტურებში 200-მდე თანამდებობის გაუქმებას გეგმავს.

წყაროების განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში არსებულ ნატო-ს დაზვერვის ცენტრსა და ბრიუსელში მდებარე ნატო-ს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობას შეეხება.

ნატო-ს წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ თანამშრომლების რაოდენობის ცვლილება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.

„ნატო და აშშ-ის ხელისუფლება მჭიდრო კონტაქტში არიან ჩვენი საერთო პოზიციის შესახებ, რათა ნატო-მ შეკავებისა და თავდაცვის ძლიერი შესაძლებლობები შეინარჩუნოს“, – აღნიშნა ნატო-ს წარმომადგენელმა.

იტვირთბა....