ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრენლანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა

გრენლანდიაზე ტრამპის მუქარების ფონზე, ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ ევროპარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის გამო ტარიფებზე ტრამპის მუქარების ფონზე მათ შეერთებულ შტატებთან საკვანძო სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინეს.

ევროპარლამენტი მომავალ კვირებში აპირებდა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებაზე კენჭისყრას, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ამერიკულ სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებდა.

აღინიშნება, რომ რატიფიცირების გაყინვა მიღწეულ შეთანხმებას არ აუქმებს, მაგრამ თეთრი სახლისადმი უთანხმოების ძლიერ მესიჯს აგზავნის, რომელიც, ევროპარლამენტის თქმით, შეშფოთებას გამოიწვევს ამერიკულ ბიზნეს წრეებში.

იტვირთბა....