ივანიშვილი დღეს არ ის შეშლილი მეფე, იმპერატორი, რომელიც სადღაც ზის თავისთვის ბუნკერში და არავის ელაპარაკება – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანმა ირაკლი კურპაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების“ ლიდერმა ყველა გაანადგურა, საკუთარი გუნდის წევრებიც და მათ შორის თავისი აღზრდილებიც და გარშემო მხოლოდ სოციოპათები დატოვა.
ივანიშვილი დღეს არ ის შეშლილი მეფე, იმპერატორი, რომელიც სადღაც ზის თავისთვის ბუნკერში, რომელსაც აშენებს თუ ააშენა უკვე და არავის ელაპარაკება. მეფე შეიშალა, არავის ელაპარაკება, არავის ენდობა, არც საკუთარი გუნდის წევრებს, არც საკუთარ აღზრდილებს, ღარიბაშვილებს, ლილუაშვილებს, უსაფრთხოებას და ა.შ. ყველა გაანადგურა და მის გარშემო მხოლოდ სოციოპათები დატოვა, რომლებსაც არანაირი ემოციიური ინტელექტი, ბმა, არც ტრაგედიასთან, არ გააჩნიათ. მათ ღიად თქვეს, რომ არანაირი თანაგრძნობა არ იქნება. ..[] ივანიშვილი მოქმედებს შიშებით, მისი ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, მათ შორის მანიპულაციის სახით, არის შიში და შიშის დანერგვა საზოგადოებაში. მისი შიშის ნაწილი იყო ისიც, რომ მის გარშემო კონკრეტულ ადამიანებს გაუჩნდათ პოლიტიკური ამბიცია, ეს ადამიანები თავად შექმნა, შემდეგ მათ გაუჩნდათ კორუფციის შედეგად, ასეულობით მილიონი ლარი, რომლის მიმართვაც ივანიშვილის საქმის წინააღმდეგ, შეიძლება ნებისმიერ მომენტში მომხდარიყო, ამაზე ხმები და დადასტურებულ-დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა არაერთი. ის რომ არ ეხმარებოდნენ ღარიბაშვილის კლანი არჩევნებზე კახეთში. ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს, მოკლას ყველა შესაძლო წინააღმდეგობის ხერხი, მათ ძალიან კარგად იციან, რა ძალასთან აქვთ შეხება, ტავად ამ წიაღიდან არიან და იციან ივანიშვილის ბოროტი, ძალადობრივი სახე, – განაცხადა კუპრაძემ.

