ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას – მაკრონი

ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას –  აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

“სიგიჟე ის არის, რომ შეიძლება ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც იძულების საწინააღმდეგო მექანიზმს სულ პირველად გამოვიყენებთ შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ? ეს სიგიჟეა, ვწუხვარ ამაზე, მაგრამ ეს არასაჭირო აგრესიის შედეგია. მაგრამ ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა მაკრონმა.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მომხრეა “კანონის უზენაესობის, ვიდრე სისასტიკის” და სხვებს მოუწოდა “პასიურად არ მიიღონ უძლიერესის კანონი”

იტვირთბა....