მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე, დღეს საქალაქო სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა გაიმართება.
წინა სხდომაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უკვე შეიქმნა ნაფიცი მსაჯულების სავარაუდო კანდიდატთა 100-კაციანი სია. მათგან საბოლოოდ 12 შეირჩევა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა თავად მაგდა პაპიძემ მოითხოვა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიებას უნდობლობას უცხადებს მისი ოჯახიც.
„მეტრონომის“ კორესპონდენტი საქალაქო სასამართლოში იმყოფება და პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.