ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლავროვის თქმით, რუსეთი “მშვიდობის საბჭოს” მიესალმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიცირებულ “მშვიდობის საბჭოს” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას, მაშინ რუსეთი მას მიესალმება

“ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა 50 ქვეყანა მიიწვია “მშვიდობის საბჭოში” მიუთითებს, რომ მას ესმის ეს პრობლემა, როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემა, მხოლოდ ერთის მიერ ვერ მოგვარდება, როგორ რეალისტურადაც არ უნდა ჩანდეს ყველაფრის დამოუკიდებლად, ერთ ღამეში მოგვარება. “მშვიდობის საბჭოს” შექმნა იმის მაგალითა, რომ ვაშინგტონი აღიარებს კოლექტიური ძალისხმევის საჭიროებას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სახელმწიფოთა ამ ჯგუფს, რომელიც “მშვიდობის საბჭოზე” მიიწვიეს, შეუძლია რეგიონის სტაბილიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, გაეროს რელევანტური გადაწყვეტილებების დანერგვით, მაშინ, რუსეთი მას სასარგებლოდ მიიჩნევს” – ამბობს ლავროვი. 

იტვირთბა....