ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, უკრაინიდან ყურადღების გადატანით შეშფოთებულია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, უკრაინიდან ყურადღების გადატანით შეშფოთებულია – შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან ონლაინშეხვედრის დროს  გააკეთა.


“შეშფოთებული ვარ სრულმასშტაბიანი ომის დროს ფოკუსის შეცვლით. ჩვენ გვაქვს სრულმასშტაბიანი ომი. გვყავს კონკრეტული აგრესორი და კონკრეტული მსხვერპლი. აქ კი, ერთადერთი ვარიანტია რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის გაძლიერება. ომის დასრულებისთვის სხვა ინსტრუმენტები არ არსებობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....