ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კიშინეუს შეუძლია, რუმინეთთან გაერთიანების საკითხი წამოჭრას, თუ ქვეყნის სუვერენიტეტს რუსეთის მხრიდან საფრთხე შეექმნება

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხაი პოპშოის განცხადებით, კიშინეუს შეუძლია, რუმინეთთან გაერთიანების საკითხი წამოჭრას, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან საფრთხე შეექმნება – აღნიშნულის შესახებ მან „რადიო მოლდოვასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“სიტუაცია თუ კონტროლიდან გამოვა და მოვლენები ისე განვითარდება, რომ პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს არსებობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ასეთი გადაწყვეტილებები ასეთ რთულ მომენტებში მიიღება.

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის. მარტივი რომ ყოფილიყო, უკვე მიღებული იქნებოდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოქალაქეთა ფართო უმრავლესობას შეუძლია, ნებისმიერი კონკრეტული პოლიტიკოსის სურვილის მიუხედავად“ – აცხადებს პოპშოი.

იტვირთბა....