“ევროკავშირი და აშშ შარშან სავაჭრო შეთანხმებაზე შეთანხმდნენ, შეთანხმება შეთანხმებაა და როდესაც მეგობრები ხელს ართმევენ ერთმანეთს, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს” – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა “გეოპოლიტიკური შოკები“ ევროპული დამოუკიდებლობის ახალი ფორმის ასაშენებლად უნდა გამოიყენოს.
“გეოპოლიტიკური შოკები შეიძლება და უნდა იყოს შესაძლებლობა ევროპისთვის. ჩემი აზრით, სეისმური ცვლილება, რომელსაც დღეს განვიცდით, არის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აუცილებლობა ევროპული დამოუკიდებლობის ახალი ფორმის ასაშენებლად. როდესაც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოვიყენე ეს ტერმინი – ევროპული დამოუკიდებლობა, გაკვირვებული დავრჩი სკეპტიკური რეაქციებით, თუმცა ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, ახლა ამის შესახებ რეალური კონსენსუსი არსებობს. ეს განაპირობა ცვლილების უზარმაზარმა სიჩქარემ და თითქმის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

