აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ 49 ქვეყანა მიიწვია, მათ შორისაა ჩინეთი და უკრაინა. მიწვეულთა ჩამონათვალში ასევე მითითებულია ევროკომისია – ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ღაზის საკითხებზე „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა ასევე გაუგზავნეს ყაზახეთს, ისრაელს, საუდის არაბეთს, ომანს, ავსტრიას, ალბანეთს, საბერძნეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ახალ ზელანდიას, პაკისტანს, რუმინეთს, კატარს, სინგაპურს, სლოვენიას, ესპანეთს, ტაილანდს, უზბეკეთს, ვიეტნამს და ასე შემდეგ.

