ახალი ამბები მთავარი

“ნანა სანდერი შიმშილობას იწყებს” – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს. 

სხდომაზე ერთ-ერთი დაკავებულის, ნანა სანდერის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მშრალ შიმშილობას იწყებს, თუ მას დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ. ადვოკატის განცხადებით, სწორედ სანდერის მდგომარეობიდან გამომდინარე აპირებს, რომ სასამართლოს სანდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

“ნანა სანდერთან გასაუბრების შემდგომ რეალობა არ შეცვლილა, როგორც მან განაცხადა, შიმშილობას იწყებს და ეს მისი გადასაწყვეტია.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა მინდა დავაყენო,” – განაცხადა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე. (შიფრი: Ipn.ge)

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 12 პირის (აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე) პროცესი მიმდინარეობს.

იტვირთბა....