რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილემ სტრასბურგში დავა მოიგო – დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 8 მარტს დააკავეს, როდესაც სხვა დემონსტრანტის მიმართ ძალადობას იღებდა ტელეფონით.
როგორც ცნობილია, ევროსასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რადგან საქმეს მხოლოდ პოლიციელის ჩვენება დაერთო.
მექვაბიშვილის უფლებებს სასამართლოში საია იცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს დადგენილებით, სახელმწიფოს მექვაბიშვილისთვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 665 ევროს გადახდა, ხოლო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 600 ევროს გადახდა დაეკისრა.
იტვირთბა....

