ახალი ამბები მთავარი

ევროკომისიის პრეზიდენტი ივანიშვილის პარტიას სანქციებს უანონსებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ივანიშვილის პარტიას სანქციებს უანონსებს. ურსულა ფონ დენ ლაიენი ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ ვრცელ წერილში პირდაპირ წერს, რომ ევოსტრუქტრებთან იმ პირების დასასანქცირებლად, ვინც საქართველოში ადამიანების მასობრივ წამებასა და ტერორში მოანაწილეობდა, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. 

ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებით, 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სერიოზულ კრიზისშია შესული, რის გამოც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, ჩიხში აღმოჩნდა

მისივე თქმით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური ჩართულობა და ორმხრივი დახმარება საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა კავშირი საქართველოსთვის ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მკაფიო და რეალურ ვალდებულებას გამოავლენს. 

“ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელიც 4 ოტომბერს გამოქვეყნდა, ნათლად აფასებს საქართველოში დემოკრატიული რეცესიის სერიოზულ კრიზისს – კანონის უზენაესობის სწრაფ ეროზიას, ფუნდამენტური უფლებების მკაცრ შეზღუდვებს და სამოქალაქო სივრცის შემცირებას. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკომისიის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. საქრათველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. 

საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, ევროკომისიამ შეამცირა პოლიტიკური ჩართულობა საქართველოს ხელისუფლებასთან და შეამცირა ორმხრივი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა ხელისუფლებას. მიმდინარეობს დისკუსია იმ პირთა მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ევროკაშირის სანქციებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ საბჭოში. 

ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, იმ პირობით, რომ ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ვალდებულებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

იტვირთბა....