ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს” – მზია ამაღლობელის ძმა

“მზიას შეწყალებაზე არავითარი ინფორმაცია არ აქვს და არც არაფრის მოლოდინი აქვს” –  ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმამ, მალხაზ ამაღლობელმა განაცხადა.

“არაფერი უთქვამთ [შეწყალებასთან დაკავშირებით] არც გუშინ. არავითარი ინფორმაცია არ აქვს საერთოდ. მოლოდინიც არ აქვს. თავს მხნედ გრძნობს, შემართებით არის. როგორც მას არ აქვს ინფორმაცია, ისე არ გვაქვს ჩვენც.

თქვა, რომ „ერთ წელიწადში შევხვდებით, როცა გამოვალო“, მანამდე არავითარი მოლოდინი არ აქვს.

ჩვენ, ყოველ შემთხვევაში დაველოდებით. მზია თუ არა შესაძლოა სხვა პატიმარი გამოვიდეს“ – განაცხადა მალხაზ ამაღლობელმა.

იტვირთბა....