ახალი ამბები მთავარი

საქალაქო სასამართლოში ზურაბ მენთეშაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. 

მხარეები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. 

ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილი დაკავების დღიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და უკვე 81 დღეა შიმშილობს. 

უფლებადამცველის თქმით, მათ პენიტენციურ დაწესებულებას პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ მიმართეს – “ვნახავთ რა სახის პრობლემები გამოიწვია ამდენ-დღიანმა შიმშილობამ”. 

იტვირთბა....