ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი გადადგა. ამის შესახებ მან ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა. რადევის თქმით, ის თანამდებობას 20 იანვარს დატოვებს.
სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა ცხრაწლიანი პრეზიდენტობის დროს მნიშვნელოვან მიღწევებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ვერ უზრუნველყო სტაბილურობა ქვეყანაში.
„ხვალ განცხადებას გავაკეთებ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ილიანა იოტოვა (ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი) იქნება სახელმწიფოს ღირსეული მეთაური. ჩვენ წინაშე არის ბრძოლა სამშობლოს მომავლისთვის“, – განაცხადა რადევმა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა კლასმა ვერ შეძლო ოლიგარქიასთან ბრძოლა, ხოლო დემოკრატია ვერ გადარჩება, თუ მას კორუმპირებულ პირებს, კომპრომისებზე წამსვლელებსა და ექსტრემისტებს მიანდობენ.
ადგილობრივი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადევმა, შესაძლოა, საკუთარი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს და და გაზაფხულზე დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

