ქაბულში მდებარე ჩინურ რესტორანში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული, ხოლო რამდენიმე – დაშავებული, რომელთა შორისაც არიან ბავშვები.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

