მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო , – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.
„მოლდოვის რესპუბლიკა დსთ-ს წევრი აღარ იქნება. ჩვენი ქვეყნის დსთ-ში გაწევრიანების საფუძვლად არსებული შეთანხმებების დენონსაცია დამტკიცების პროცესშია და დოკუმენტები მალე პარლამენტს გადაეცემა“, – განაცხადა პოპშოიმ.ს
მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, საუბარია დსთ-ს წესდების, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმებისა და ამ შეთანხმების დანართის შესახებ.
„ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას ვთქვათ, რომ იურიდიული თვალსაზრისით მოლდოვა დსთ-ს წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე-ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ. დამტკიცების პროცესი დაწყებულია“, – აღნიშნა პოპშოიმ.

