ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი თანამდებობიდან გადადგა

ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ტელევიზიით ერს მიმართა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

„ხვალ, 20 იანვარს დილით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა პრეზიდენტის პოსტზე ჩემი ღირსეული შემცვლელი იქნება“, – განაცხადა რადევმა.

მედიის ცნობით, სატელევიზიო გამოსვლაში რადევმა „ოლიგარქია“ გააკრიტიკა და პოლიტიკური პარტიები ბულგარეთის „ღალატში“ დაადანაშაულა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ რადევი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გაზაფხულზე დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, დეკემბერში ბიუჯეტისა და კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, როსენ ჟელიაზკოვის კოალიციური მთავრობა გადადგა, ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს, რის გამოც მომდევნო რამდენიმე თვეში ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....