ტრამპი ისტორიაში შევა, თუ გრენლანდიის შეერთების საკითხს გადაწყვეტს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, „არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ გრენლანდიის შეერთების საკითხის გადაწყვეტის შედეგად, ტრამპი ისტორიაში შევა“.
„ტრამპი არა მხოლოდ აშშ-ის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაში შევა. იმის განხილვის გარეშე, კარგია თუ ცუდი ეს, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სამართალს, ძნელია ექსპერტებს არ დაეთანხმო“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

