ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებთ აშშ-ს, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის“ საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად”- ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი 

ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა და უარყო ბრალდება, თითქოს ის გრენლანდიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, შეწყვიტოს ე.წ. „ჩინური საფრთხის“ საბაბად გამოყენება საკუთარი ეგოისტური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა რმა, გო ძიაკუნმა.

ეს კრიტიკა მოჰყვა დონალდ ტრამპის ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც მან შაბათს აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ესაჭიროება გრენლანდია არქტიკაში ჩინური და რუსული საფრთხეების გასამკლავებლად.

„ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით. არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია საერთაშორისო სამართალი, რომელიც გამყარებულია გაეროს წესდების მიზნებითა და პრინციპებით, და ის დაცული უნდა იყოს“, – დასძინა მან.

იტვირთბა....