აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

“თუ ტარიფების წინაშე აღმოვჩნდებით, რასაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ საპასუხო რეაქცია გვექნება” – ფრიდრიხ მერცი 

ესკალაციის თავიდან აცილება გვსურს და დავოსში ტრამპთან შეხვედრას შევეცდები, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „გრენლანდიაზე მეტი გავლენა მოითხოვა და ამის მიზეზად ჩრდილოეთის რეგიონში უსაფრთხოება დაასახელა“.

„სამყარო ცვლილებების მდგომარეობაშია და ჩვენ ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. ვიზიარებთ აშშ-ის შეფასებას და ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა რეგიონის უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, გრენლანდიასა და დანიას შეუძლიათ, რომ „გერმანიის სოლიდარობის იმედი“ ჰქონდეთ.

„მზად ვართ, აშშ-სთან მოლაპარაკებებს მხარი დავუჭიროთ. ამ მოლაპარაკებების საფუძველი კი ყოველთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები უნდა იყოს“, – აღნიშნა მერცმა.

„თუ ტარიფების წინაშე აღმოვჩნდებით, რასაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ საპასუხო რეაქცია გვექნება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

იტვირთბა....