ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას არ დაესწრება – ამის შესახებ ინფორმაცია ფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილების მიზეზად ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების დაასახელეს.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დავოსში მონაწილეობას არ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ის გასულ შემოდგომაზე ირანი ფორუმზე მივიწვიეთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ტრაგიკული დანაკარგი ნიშნავს, რომ წელს ირანის მთავრობის დავოსში წარდგენა არასწორია“ – ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

