ახალი ამბები

“ნორვეგიის პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცეა, გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია” – ნორვეგიის პრემიერი

ნორვეგიის პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით მტკიცეა. გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია და ნორვეგია სრულად უჭერს მხარს დანიის სამეფოს ამ საკითხში, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ სტორემ განაცხადა.

ნორვეგიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ოსლო ასევე მხარს უჭერს არქტიკაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სამუშაოს პასუხისმგებლიან გაძლიერებას.

სტორემ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან წერილის მიღება. იონას გაჰრ სტორეს განცხადებით, ნორვეგია მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის შორეულ ჩრდილოეთში.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანიას არ შეუძლია გრენლანდიის დაცვა რუსეთისგან და ჩინეთისგან და მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, ვიდრე აშშ-ს სრული კონტროლი არ ექნება გრენლანდიაზე.

იტვირთბა....