ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორც ჩანს, დავოსი არაა ის ფორუმი, სადაც საქართველოს უკეთესი მომავალი წყდება – მახარაშვილი

როგორც ჩანს, დავოსი არაა ის ფორუმი, სადაც საქართველოს უკეთესი მომავალი წყდება – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

“თითოეული პლატფორმა ჩვენთვის უნდა იყოს რაღაც შედეგის მომტანი და არა რომ რომელიმე წითელ ხალიჩაზე გაიაროს ამა თუ იმ ხელმძღვანელმა პირმა ჩვენი ხელისუფლების. ამიტომ, მოდი, ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგები არის ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ევროპაშიც. ამიტომ, ამით, მგონი, ყველაფერი ნათელია. დავოსის ეკონომიკური ფორუმი, როგორც ჩანს, არ არის ის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც წყდება საქართველოს ბედ-იღბალი და უკეთესი მომავალი” – განაცხადა მან.

იტვირთბა....