კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინმა ღაზას საკითხთან დაკავშირებული „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაში მონაწილეობის მიწვევა მიიღო.
„დიახ, მართლაც, პრეზიდენტმა პუტინმაც მიიღო მოწვევა დიპლომატიური არხებით ამ „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად“ – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ღაზას საკითხთან დაკავშირებით „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის ინიციატივა დონალდ ტრამპს ეკუთვნის. თეთრი სახლის ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე რობერტ გაბრიელი.
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ წევრობისთვის ქვეყნებს მილიარდ დოლარს მოსთხოვს

