აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა” – „თაიმსი“ 

ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გამოცემამ ინფორმაცია ირანის საავადმყოფოებში მომუშავე სამედიცინო მუშკებისგან მიიღო, რომლებმაც მონაცემები ქვეყანაში ფარულად შეტანილი Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების გამოყენებით გადასცეს.

„თაიმსი“ წერს, რომ, ანგარიშის თანახმად, რომელიც რვა მსხვილი ოფთალმოლოგიური საავადმყოფოსა და 16 სასწრაფო დახმარების განყოფილების სტატისტიკას ეფუძნება, დაღუპულთა რიცხვი 16 500-დან 18 000-მდე მერყეობს.

გამოცემის მტკიცებით, „თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ირანიდან გაქცევა მოახერხეს.

მეშჰედიდან ერთ-ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ „პარასკევს ყველას ესროდნენ“.

გამოცემის თანახმად, აქტივისტებმა ირანში დაახლოებით 50 000-60 000 Starlink ტერმინალის შეტანა მოახერხეს, თუმცა მათი გამოყენება სასიკვდილო რისკთანაა დაკავშირებული, რადგან უსაფრთხოების ძალები რეიდებს ატარებენ თანამგზავრული ანტენების იდენტიფიცირების მიზნით.

ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დროს ქვეყანაში 5 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 500 თანამშრომელი.

იტვირთბა....