პაკისტანში, ქალაქ კარაჩის სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაკარგულად ითვლება.
მედიის ინფორმაციით, მეხანძრეებმა შენობაში სამძებრო სამუშაოები ორშაბათს, დილიდან დაიწყეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაკარგულად დაახლოებთ 60 ადამიანი ითვლება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ყარაჩის მერი მურთაზა ვაჰაბი ხანძრის ადგილას 23-საათიანი დაგვიანების შემდეგ ეწვია, რასაც მოსახლეობის მხრიდან მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგები მოჰყვა.
სავაჭრო ცენტრ „გულ პლაზაში“, სადაც 1200 მაღაზიაა განთავსებული ხანძარი შაბათს, გვიან ღამით გაჩნდა.

