აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

 “ეს ამბოხი ამერიკული იყო, აშშ-ს პრეზიდენტს დამნაშავედ მივიჩნევთ” – აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერი ქვენაში შექმნილ პროტესტში ისევ აშშ-ს პრეზიდენტს ადანაშაულებს. ხამენეის სიტყვით გამოსვლა ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა.

მისი განცხადებით, მიმდინარე პროტესტი აშშ-ის მიერ არის დაგეგმილი და მხარდაჭერილი. ხამენეის თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება აშშ-ის პრეზიდენტს როგორც მსხვერპლზე და მიყენებულ ზარალზე, ასევე ირანელი ხალხის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე. მან აღნიშნა, რომ წარსულში მსგავსი პროცესების დროს დასავლეთის მედია და პოლიტიკოსები ირეოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი თქმით, პროცესში უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტი იყო ჩართული.

“ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს დამნაშავედ მივიჩნევთ, როგორც მსვერპლისა და მიყენებული ზარალისთვის, ასევე ირანელი ხალხის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის. ეს ამბოხი ამერიკული იყო, ეს ცხადია. ამერიკელებმა დაგეგმეს და იმოქმედეს. ამერიკელების მიზანი ირანის გადაყლაპვაა და ამას ნათლად და ცალსახად ისლამურ რესპუბლიკაში 40 წელზე მეტხნიანი გამოცდილებიტ ვაცხადებ. წარსულში, როდესაც ქვეყანაში მსგავსი ამბოხი ხდებოდა და ჩვენ ის არაერთხელ გვქონია, მასში ხშირად ამერიკული პრესა, ასევე ამერიკული ან ევროპული ქვეყნებიდან მეორეხარისხოვანი პოლიტიკოსები ერეოდნენ. ამ ამბოხის თავისებურება კი ის იყო, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თავად ერეოდა, გამოდიოა, აკეთებდა განცხადებებს, იმუქრებოდა, აქეზებდა ამბოხებულებს. მათ ეუბნებოდა, “ჩვენ მხარს გიჭერთ, სამხედრო მხარდაჭერას გაგიწევთ”. ანუ აშშ-ს პრეზიდენტი თავად ჩაერთო ამბოხებაში და იყო ამ ამბოხის ნაწილი, – განაცხადა ჰამენეიმ. 

იტვირთბა....