ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა, მათგან 75 საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მედია წერს, 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შეჯახება მატარებლის მალაგადან გასვლიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოხდა. შემთხვევის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.

