აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებს მტკიცედ და ძლიერად შევხვდებით” – ურსულა ფონ დერ ლაიენი 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცსა და იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონთან ისაუბრა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, ყოველთვის დაიცავენ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს.

„მტკიცედ ვდგავართ ერთად გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესასრულებლად. ყოველთვის დავიცავთ სტრატეგიულ ეკონომიკურს და უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენი ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ ამ გამოწვევებს მტკიცედ და ძლიერად შევხვდებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

იტვირთბა....