აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების ანგარიში წარმოადგინა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ში უკრაინის წარმომადგენლები ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

“რუსტემ უმეროვმა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. ისინი მუშაობენ. ისინი ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა გუნდმა სრულად აცნობოს ამერიკულ მხარეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და ჩვენს ენერგოსისტემაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, შაბათს, ამერიკულ გუნდთან შესახვედრად, შეერთებულ შტატებში ჩავიდა.

იტვირთბა....