ჩილეში ტყის ხანძარმა 18 ადამიანი იმსხვერპლა. ცეცხლმა ქვეყნის სამხრეთით ათასობით მოსახლე საცხოვრებლის გარეშე დატოვა.
ხანძარი ნუბლეს რეგიონში 8 ათას 500 ჰექტარზეა გავრცელებული. დამწვარია 250 საცხოვრებელი სახლი. ხანძარი ძლიერი ქარისა და 38-გრადუსიანი სიცხის გამო კონტროლს არ ექვემდებარება. სტიქიის რეგიონში ევაკუაციაა დაწყებული. ქვეყანაში კატასტროფის მდგომარეობა გამოცხადდა.

