უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ტრამპი ქვეყანას „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, „დონალდ ტრამპთან ერთად მშვიდობა მოდის“.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მშვიდობა მოდის. კიდევ ერთი წერილი მოვიდა. უნგრეთის სამშვიდობო ძალისხმევა აღიარებულია. პრეზიდენტმა ტრამპმა უნგრეთი მიიწვია, შეუერთდეს „მშვიდობის საბჭოს“ მუშაობას, როგორც დამფუძნებელი წევრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საპატიო მოწვევა მივიღეთ“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.
ამასთან, უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ ომი უნგრეთს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
„ომი უნგრეთს მილიონობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა და დღესაც ჩრდილს აყენებს მას. უნგრელებისთვის ომის მოახლოების ყოველი ნიშანი განგაშს იწვევს. ახლა უკრაინის ფრონტის ხაზზე ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი იღუპება. მშვიდობა ახლავე უნდა დამყარდეს“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.

