აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს, რადგან ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
“თუ ვფოკუსირდებით გრენლანდიაზე, მე უნდა ვთქვა, რომ აშშ-ის შეჭრა ამ ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში. თუ აშშ გამოიყენებს ძალას, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი ნატო-სთვის. პუტინი კი ორმაგად ბედნიერი იქნება“ – ამბობს სანჩესი.

