ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირი, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო შეხვედრას მართავს

ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ,
დღეს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

იტვირთბა....