თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში 1 300-ზე მეტი დრონი, 1 050-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 29 რაკეტა გამოიყენეს. სწორედ ამიტომ, უკრაინას კვლავ სჭირდება მეტი დაცვა – უპირველეს ყოვლისა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. თუ რუსეთი განზრახ აჭიანურებს დიპლომატიურ პროცესს, მსოფლიოს პასუხი გადამწყვეტი უნდა იყოს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი ზეწოლა აგრესორზე“ – წერს ზელენსკი.

