აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“რამზან კადიროვის შვილის მდგომარეობა სტაბილურია, ადამ კადიროვი საავადმყოფოში გონზე მოვიდა” – Кавказ.Реалии

რამზან კადიროვის შვილის მდგომარეობა სტაბილურია, ადამ კადიროვი საავადმყოფოში გონზე მოვიდა – 17 იანვრის დილის მონაცემებით, ჩეჩნეთის სახელმწიფო მედიას გროზნოში მომხდარი ავარიის შესახებ არაფერი უთქვამს. დუმს ინფორმაციის მინისტრი ახმედ დუდაევიც. ჩეჩნეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა მედია საშუალებებმა არც დაადასტურეს და არც უარყვეს 18 წლის კადიროვის მოსკოვში ჰოსპიტალიზაცია. Flightradar24-ის ცნობით კი, რამზან კადიროვის თვითმფრინავი და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი, რომლითაც დაშავებულები გადაჰყავთ, ღამით მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვნენ.

Кавказ.Реалии-ს ცნობით, ერთადერთი ოფიციალური მედიასაშუალება, რომელმაც ავარიის შესახებ ისაუბრა, იყო „ჩეჩნეთ სევოდნია“, რომელმაც ამავე ავარიაში, UFC-ის მებრძოლის, ხამზატ ჩიმაევის დაშავება და ჰოსპიტალიზაცია უარყო.

16 იანვარს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა ორ წყაროსა და ოპოზიციურ საზოგადოებრივ ჯგუფზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟი, ადამ კადიროვი, ავტოავარიის შემდეგ გროზნოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ცნობით, ადამ კადიროვის ავტოკოლონა „მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა“. საჭესთან კი თავად ადამ კადიროვი იჯდა.

იტვირთბა....