აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ჩავედი აშშ-ში ამერიკელ პარტნიორებთან სამშვიდობო შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საუბარს გავმართავთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება” – კირილ ბუდანოვი

“ჩავედი აშშ-ში. რუსტემ უმეროვთან და დავით არახამიასთან ერთად, ამერიკელ პარტნიორებთან სამშვიდობო შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საუბარს გავმართავთ. დაგეგმილია სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და დენიელ დრისკოლთან ერთობლივი შეხვედრა. უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება. ჩვენ შედეგისთვის ვმუშაობთ.” – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი.

უკრაინული და ამერიკული დელეგაციები სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკების მორიგ რაუნდს დღეს ფლორიდაში გამართავენ.

იტვირთბა....