ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე აშშ-სთან – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, ჩინეთი კანადისთვის უფრო საიმედო პარტნიორია თუ არა, კარნიმ უპასუხა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.
„აშშ-სთან ურთიერთობები უფრო მრავალმხრივი, ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. ეს გასაკვირი არ არის. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა და ამის შედეგებს თქვენც ხედავთ“ – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, პარასკევს მარკ კარნიმ და სი ძინპინმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად კანადა 49 000 ჩინურ ელექტრომობილს თავის ბაზარზე დაუშვებს, ხოლო სანაცვლოდ ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებს.

