აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

CIA-ს დირექტორი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა, – ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს შეხვდა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რეტკლიფმა როდრიგესს გზავნილი გადასცა, რომ „აშშ სამუშაო ურთიერთობების გაუმჯობესებას მოუთმენლად ელის“.

„შეხვედრის დროს დირექტორმა რეტკლიფმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა და ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ ვენესუელა ნარკოტრეფიკერებისთვის თავშესაფარი აღარ იყოს“ – განუცხადა New York Post-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

იტვირთბა....