აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს – Reuters

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს – ინფორმაციას Reuters-ი უფლებადამცველ ორგანიზაცია HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 3 090 ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაციას გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 2 885 დემონსტრანტია.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თეირანში სიმშვიდეა და მასშტაბური საპროტესტო აქციები აღარ მიმდინარეობს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ინტერნეტის სრული გათიშვის შემდეგ ირანში ინტერნეტზე წვდომა გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

„დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, 800-ზე მეტი, გააუქმა“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....